ოკუპირებულ მარიუპოლში მოსახლეობა წამლების ნაკლებობისა და უექიმობის გამო იღუპება

ოკუპირებული მარიუპოლის მოსახლეობა წამლების ნაკლებობის გამო იღუპება – ინფორმაციას მარიუპოლის საკრებულო ავრცელებს და აცხადებს, რომ დეფიციტშია მძიმე ონკოლოგიური პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტები, ასევე დიაბეტის, ტუბერკულოზისა და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებისთვის საჭირო წამლები. ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, საფრთხეშია ყველა იმ ადამიანის სიცოცხლე, ვისაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.

მისივე თქმით, 2 თვეზე მეტია, რაც რუსი ოკუპანტებისა და მათი დამხმარეების, მარიუპოლის თვითგამოცხადებული ხელისუფლების “დამსახურებით”, მარიუპოლის მცხოვრებლებს არ აქვთ საკმარისი საკვები და ნორმალური სასმელი წყალი.

მან საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა შეაფასონ ქალაქში მომხდარი ჰუმანიტარული კატასტროფა და მისი მცხოვრებლების გენოციდი.

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკოს განცხადებით კი, მარიუპოლში ექიმები აღარ არიან.

banner
წინა სტატიაშიმადლობელი ვარ ევროკომისიის ინიციატივისთვის, შექმნას ევროპული პლატფორმა უკრაინის აღსადგენად, თუმცა ჩვენ გთავაზობთ აღდგენის საკუთარ გეგმას – ზელენსკი
შემდეგი სტატიაპროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა