ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინელებმა უკვე მეორედ გაანადგურეს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა С-400-ის რადარები და ანტენები.
აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს პრობლემებს უქმ,ნის რუსეთს, რადგან ეს სისტემები ძალიან ძვირადღირებულია, ამას გარდა, მათი მოშლა ნიშნავს, რომ უკრაინული რაკეტები, პირველ რიგში კი “ნეპტუნის” ფრთოსანი რაკეტები, მომავალშიც დაუბრკოლებლად მიაღწევენ მიზანს.