ოკუპირებულ ყირიმში კორონავირუსით სავარაუდოდ ინფიცირებული ქალი კარანტინიდან გაექცათ

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში ქალი, რომელზეც ეჭვი ჰქონდათ, რომ ახალი კორონავირუსის მატარებელი იყო, საავადმყოფოდან გაიქცა. მედიის ინფორმაციით, მასზე ძებნაა გამოცხადებული.

Telegram-არხის MASH ინფორმაციით, ქალი ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით გადაიყვანეს. გამოკვლევების ჩატარების დროს კი ქალმა პალატის მეზობლებს უთხრა, რომ ის როსტოვის ოლქში აპირებდა წასვლას. მალევე ის გაქრა ისე, რომ არც შესაბამისი მკურნალობა გაიარა და არც არავინ გაუფრთხილებია.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო
შემდეგი სტატიაბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული 19 პაციენტიდან 8-ს არანაირი ვირუსი არ დაუდგინდა