ოკუპირებულ გალში მომხდარ მძიმე ტრაგედიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება

„ძალიან დამწუხრებული და შეძრწუნებული ვარ ტრაგედიით, რომელსაც დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვერცერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ ტკივილს, რასაც ახლა ჭოლარიების ოჯახი და მთელი საქართველო განიცდის.
ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს, ჩვენ მათ გვერდით ვართ“, – წერს ლევან მგალობლიშვილი.

 

banner
წინა სტატიაშირასა იუკნევიჩიენე – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ივანიშვილისთვისაა სასარგებლო, მის მიერ შექმნილი სახელმწიფოს მიტაცების სქემის აღიარებისთვის
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარია: ენით აღუწერელია ტკივილი, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი განიცდის