ოკუპირებულ ცხინვალში ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ოკუპირებულ ცხინვალში ოკუპანტების მიერ გატაცებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ სასამართლო პროცესი დღეს, 13 დეკემბერს არის ჩანიშნული.

უკვე 1 თვეზე მეტი გავიდა, რაც ქართველი ექიმი ოკუპანტებმა გაიტაცეს. ვაჟა გაფრინდაშვილი “საზღვრის უკანონო გადაკვეთის” ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ “ყველა რესურსი ამოქმედებულია” და ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებენ, თუმცა, გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ნაბიჯები არის არასაკმარისი და მათ უნდა მიმართონ უფრო აგრესიულ პოლიტიკას საოკუპაციო რეჟიმის მიმართ. მათი თქმით, თუ ოჯახის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართავენ.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ “იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე”. ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

banner
წინა სტატიაში15 წლის ბიჭი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადახტა – მოზარდი მართვით სუნთქვაზეა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის დახურვას დაესწრო