ოკუპირებულ ცხინვალში “სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ერთობლივი სადემარკაციო კომისიის” მეთორმეტე სხდომა გაიმართა.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო PEC ე.წ. “საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე” დაყრდნობით ავრცელებს.
ე.წ. კომისიის სხდომა 15 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით გაიმართა. როგორც დე ფაქტო უწყება წერს “შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი ფორმალიზების მიმდინარეობის პროცესი” საოკუპაციო რეჟიმის მტკიცებით, შეხვედრა “კეთილმეზობლური სულისკვეთებით წარიმართა”















