ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრებლებს ე.წ სასაზღვრო ზონაში სამეურნეო საქმიანობის უფლება მიეცათ

2 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრებლებს საქართველოსთან ე.წ საზღვარზე გარკვეული სახის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება მიენიჭებათ. ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

კერძოდ, საუბარია სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენა-გადაზიდვაზე ცხინვალის, ზნაურისა და ახალგორის რეგიონების ე.წ სასაზღვრო ზონაში “შესაბამისი ნებართვის გაცემის გარეშე”.

მათ მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ “სასაზღვრო ზონაში გადასავლელად საჭიროა რუსეთის ფედერალური სამსახურის უახლოეს სამმართველოში მისვლა პასპორტით – პირის იდენტიფიცირება, დაზუსტება. სამეურნეო სამუშაოების ადგილი, სახეობა და დრო”.

banner
წინა სტატიაშირუსეთთან უვიზო მიმოსვლის ამოცანა იყო ის, რომ რუსებს ენახათ, თუ როგორი წარმატებული სახელმწიფო ვართ – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაGlobal Finance-მა საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერისთვის შექმნილი API მენეჯერისთვის 2023 წლის ტოპ ინოვატორად დაასახელა