ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

http://www.bbc.co.uk/russian/society/2015/03/150324_russia_sobering_stations

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “რესი” ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსი მამაკაცს აღმოაჩნდა, რომელიც ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში“ 30 აპრილს რუსეთის ფედერაციიდან შევიდა.

„ის კარანტინში იმყოფებოდა, რა დროსაც დაუფიქსირდა ტემპერატურა და ვირუსი დაუდასტურდა. მამაკაცი ინფექციურ დაავადებათა კლინიკაში იზოლირებულ პალატაშია მოთავსებული,“- აცხადებს ოკუპირებული ცხინვალის მთავარი სანიტარული ექიმი მარინა კოჩიევა.

მისივე თქმით, დაინფიცირებული პირის ყველა კონტაქტი გამოვლენია და იზოლაციაში იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში რისკჯგუფებში შემავალ მოქალაქეებს პისიარმეთოდით გამოიკვლევენ
შემდეგი სტატიაFreedom House-ის ანგარიშში საქართველოს შედეგი სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით გაუარესდა