ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ ცხინვალში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კოჩიევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 176 ადამიანს ჩაუტარდა და 51-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ, ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ 19-ით სულ 2 542 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან ვირუსს 60-ზე მეტი პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 699 კი – გამოჯანმრთელდა.

ცნობისათვის, დღეიდან ოკუპირებულმა ხელისუფლებამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოხსნა. მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება ყველა „დეპარტამენტი და ორგანიზაცია“, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებები. თუმცა პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა ისევ სავალდებულო რჩება.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – ვაქცინაციის შედეგად ქვეყანაში 60 პროცენტი უნდა იყოს იმუნური ფენა, რათა ნორმალური ცხოვრების რიტმს დავუბრუნდეთ
შემდეგი სტატიაგაბუნია: მულტიორგანული ანთების სამკურნალო მედიკამენტზე დეფიციტი არ არის