ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარ სანიტარულ ექიმ მარინა კოჩიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კოჩიევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 150 ადამიანს ჩაუტარდა და 30-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში, 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ, კოვიდ 19-ით სულ 1 547 ადამიანი დაინფიცირდა. ამასთან, პანდემიის დაწყების დროიდან რეგიონში 27 ფატალური შემთხვევაა დადასტურებული.

banner
წინა სტატიაშიზურა ჯაფარიძე სააკაშვილზე – არაერთხელ გვაქვს განცხადებები მოსმენილი – „ახლა ჩამოვალ“, „ახლა ჩამოვალ“, თუ უნდა ჩამოვიდეს, მე რაში უნდა მჭირდებოდეს?
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი – დღეს გაცილებით მძიმე მოლაპარაკებები იყო, მაგრამ დიალოგი არ დამთავრებულა, კარი არ მოგვიჯახუნებია