ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ ცხინვალში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილე ანა გაგლოევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გაგლოევას თქმით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 130 ადამიანს ჩაუტარდა და 25-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში “კოვიდ 19”-ით სულ 1 650 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 372 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაში„მრავალეროვანი საქართველო“ პრემიერ-მინისტრსა და საკოორდინაციო საბჭოს მიმართავს
შემდეგი სტატიაTDI: საგანგაშოა საპატრიარქოსგან შემწყნარებლობაზე საუბარი “ტრადიციული რელიგიების” კონტექსტში