11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში 18 სექტემბერს ე.წ. “საპრეზიდენტო არჩევნები” ჩატარდება.

ე.წ. “ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში” ოთხი კანდიდატი იღებს მონაწილეობას:

ე.წ. ცესკოს ცნობით, რეგისტრირებულია შემდეგი კანდიდატები: მარატ კამბოლოვი (ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც წარდგენილია ე.წ. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ); არსებული ცნობებით, სწორედ კაბლოევი მიიჩნევა ე.წ. ფავორიტად.

ზურაბ კოკოევი (წარდგენილია ე.წ. პარტია „ერთიანობის“ მიერ);

მურატ ვალიევი (ე.წ. პარტია „ალანიის პატრიოტები“) და კაზბეკ კოდოევი (წარდგენილია ე.წ. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ).

ოკუპირებულ ცხინვალში მთლიანობაში, 70 “საარჩევნო უბანი” იქნება გახსნილი, ერთი “უბანი” გაიხსნება მოსკოვში და კიდევ ოთხი ჩრდილოეთ ოსეთში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ფავლენიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, სადაც ივანიშვილის საწინააღმდეგო აქცია იქნება
შემდეგი სტატიაუკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ნავთობის გადამუშავება შეაჩერა