ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარებამ პიკს მიაღწია- ისმის სროლის ხმა (ვიდეო)

ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

აფხაზურმა მილიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ისმოდა სროლის ხმაც.

ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები, რომლებიც „კანონპროექტის“ რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან, დაშლას არ აპირებენ და მოითხოვენ, სხდომა ჩატარდეს და ე.წ. დეპუტატებმა „კანონპროექტის“ წინააღმდეგ მისცენ ხმა.

ე.წ.პარლამენტში „რუსული ინვესტიციების შეღავათიანი პირობების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტისთვის კენჭისყრა გადაიდო.

 

 

banner
წინა სტატიაშიაფხაზურმა ძალოვნებმა ხალხის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა- ისმის სროლიც ხმაც (ვიდეო)
შემდეგი სტატიაილიაუნის სტუდენტები, ბსუ-ის სტუდენტებისადმი სოლიდარობის ნიშნად, უნივერსიტეტში ღამეს გაათენებენ