ოკუპირებულ აფხაზეთში არასრულწლოვანი ქორწინების მიზნით გაიტაცეს.
თვითგამოცხადებული ე.წ. პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 14 წლის გოგო 40 წლის კაცმა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ჯგერდაში მდებარე საშუალო სკოლის შენობიდან გაიტაცა.
„მანქანაში ჩასმის შემდეგ, მან არასრულწლოვანი თავის საცხოვრებელ ადგილას, სოხუმში წაიყვანა, სადაც ჩასვლისთანავე არასრულწლოვნის ნათესავებს აცნობეს ჯოპუა მ.ზ.-ს განზრახვის შესახებ, არასრულწლოვანზე დაქორწინებულიყო“, – ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, გოგონა თავდაპირველად სოხუმის პროკურატურაში გადაიყვანეს. პოლიცია გამტაცებელს ეძებს.

















