25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია რეპსოლისგან შეიძინეს, რომელიც ბენზინგასამართ სადგურ ქონექტს ფლობს

ნავთობპროდუქტების ბაზრის მონაწილეებმა საწვავი გააიაფეს

ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია რეპსოლისგან შეიძინეს, რომელიც ბენზინგასამართ სადგურ ქონექტს ფლობს. ინფორმაციას ამის შესახებ ფორმულა “სოლიდუსის” მფლობელზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ფორმულა წერს, ამის შესახებ ინფორმაცია მათ გუშინაც ჰქონდათ, თუმცა ქონექთის მფლობელებმა ინფორმაცია ამის შესახებ კატეგორიულად უარყვეს.

2 დღის წინ ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში კერძო კომპანიამ საწვავი შეიტანა. მისივე ცნობით, აღნიშნული “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის ჩარჩოს ფარგლებში მოხდა.

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ კომპანია რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბენზინი შეიტანა, შპს “სოლიდუსია” მისი მფლობელი კი გიორგი არველაძეა. როგორც არველაძე ამბობს, ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებულ რეგიონში დაახლოებით 300 ტონა საწვავი შეიტანეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში – შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის
შემდეგი სტატიასაკადრო ცვლილებები ოზურგეთის მერიაში- კიდევ ვინ დატოვა თანამდებობა