ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

როგორც აფხაზური გამოცემა „Apsnylife” იტყობინება, გულრიფშის რაიონში რუსეთის ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, ქუთაისის მკვიდრი. დაკავებულის ვინაობა არ არის მითითებული.
ინფორმაციის თანახმად, მას არ ჰქონდა აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა და გადალახა ოკუპირებული აფხაზეთის საზღვარი გამშვები პუნქტის გვერდის ავლით. დაკავებულს თან ჰქონდა საკვები პროდუქტები, დანა, ფარანი და გარკვეული რაოდენობის ფულადი თანხა.
როგორც გამოცემა „Apsnylife” აღნიშნავს, დაკავებული მოქალაქე ადრე სასჯელს იხდიდა საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულის გამო. ამჟამად იგი ადგილობრივი სამართალდამცავების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

banner
წინა სტატიაშისაქართველო და ქართველები არასდროს შევეგუებით უკუპაციას
შემდეგი სტატიაგენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, გიორგი ჭანტურია ხელმეორედ დააკავეს