10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება დღეიდან შეწყდა და რეგიონი მთლიანად „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე გადავიდა

აფხაზეთი აჩერებს რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღებას და სრულად გადადის „ენგურჰესის“ გამომუშავებაზე – წყალსაცავში წყლის დონის მომატება აფხაზეთის საჭიროებებს სრულად ფარავს,- აცხადებს ,,ჩერნომორენერგოს“ აღმასრულებელი დირექტორი.

„ჩერნომორენერგოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ გუშინ რუსულ მედიას განუცხადა, რომ 31 მარტიდან, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან, რუსეთიდან ელექტროენერგიის გაგზავნა, რაც ზამთრის ენერგოდეფიციტის გამო აუცილებელი იყო, შეწყდებოდა.

„31 მარტს, მოსკოვის დროით 00:00 საათზე, აფხაზეთი აჩერებს რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიღებას და სრულად გადადის „ენგურჰესის“ გამომუშავებაზე. ჯვრის წყალსაცავში წყლის ნაკადის ზრდა და წყლის დონის მომატება აფხაზეთის საჭიროებებს სრულად ფარავს“, – განაცხადა ჯინჯოლიამ.

banner
წინა სტატიაშიირანის უზენაესი ლიდერი: ირანი გააგრძელებს ახლო აღმოსავლეთში ისრაელის საწინააღმდეგო ძალების მხარდაჭერას
შემდეგი სტატიაიაპონია და საფრანგეთი ითანამშრომლებენ ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხში