11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ეშსოუ კაკალია დაჭრეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,  ეშსოუ კაკალია დაჭრეს,– ინფორმაციას  ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ნათესავებმა ესროლეს.
შემთხვევა 21 თებერვალს,  სოხუმის რკინიგზის სადგურთან მოხდა. კაკალიას ჯერ სცემეს, შემდეგ კი პისტოლეტიდან ფეხში ესროლეს.
კაკალია აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე და ამჟამად ოპოზიციური ორგანიზაცია „აიდგილარას“ თავმჯდომარის მოადგილეა. მედიის ცნობით, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე მან ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ბესლან ეშბას წინააღმდეგ ბრალდებები გაახმაურა. ის ამბობდა, რომ რუსი პოლიტიკური სტრატეგები უკანონოდ მოქმედებდნენ აფხაზეთში სწორედ ბესლან ეშბას ხელმძღვანელობით.
ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის, ედუარდ ბუტბას თქმით, ეშსოუ კაკალია საავადმყოფოში მუხლისა და ბარძაყის შუა ნაწილში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გადაიყვანეს.
კაკალიას ასევე დაუდგინდა თავის დახურული ტრავმა.
banner
წინა სტატიაშიორბანმა უკრაინისთვის ევროპული დახმარება დაბლოკა
შემდეგი სტატია„ჩვენ უკრაინელ ხალხს გვერდში ვუდგავართ ყოველგვარი ,,მაგრამისა” და „თუს” გარეშე” – გერმანიის კანცლერი