ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 67 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 373 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 67 პირს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ოკუპირებული აფხაზეთის სამ კოვიდცენტრში 183 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

ოკუპირებულ აფხაზეთი კორონავირუსით ინფიცირების სულ 4 898 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 3 227 გამოჯანმრთელდა. 58 კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიშემაჯამებელი ოქმები ხელმოწერილია – საოლქო კომისიებმა “ოცნებას” გამარჯვება გაუფორმეს
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის დროს მაიკ პომპეო სალომე ზურაბიშვილს, გიორგი გახარიას, დავით ზალკალიანსა და ილია მეორეს შეხვდება