ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა დაინფიცირების 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა დაინფიცირების 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 129 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 18-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ გაგრის, ოჩამჩირისა და სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოებშიც.

საერთო ჯამში ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირების 2600-მდე ფაქტია დაფიქსირებული, გარდაცვლილია 27 ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი მიმართავს თანამემამულეებს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა