ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა სამი ადამიანი

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 95 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 288 ადამიანს და მათგან 95-ს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 112 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 22 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 071 შემთხვევაა დაფიქსირებული, 811 გამოჯანმრთელდა, 19 პაციენტი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი : ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა ზუგდიდის ზღვისპირა სოფლების ტურიზმინს განვითარებისთვის
შემდეგი სტატიასაქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა