ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

region
ავტ.: region ნოემბერი 23, 2020 21:46

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტი 208 ადამიანს ჩაუტარდა, რომელთაგან 68 ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. შესაბამისად, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5374-მდე გაიზარდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3623-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის, გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში სტაციონარულად 58 ადამიანი მკურნალობს. მძიმე მდგომარეობაშია 19 ადამიანი, 20 პაციენტის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 30 კოვიდდადასტურებული პაციენტია მოთავსებული.

სოხუმის მრავალპროფილურ ჰოსპიტალში მკურნალობს 31 ადამიანი, რომელთაგან 27-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ოთხის მდგომარეობა კი მძიმეა.

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა.

region
ავტ.: region ნოემბერი 23, 2020 21:46

Google სტატისტიკა


4,416
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics