ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 134 ადამიანის ტესტირება მოხდა, რის შედეგადაც 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2479-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 147 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 25 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1100 გახდა, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში არ გაზრდილა და კვლავაც 23-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე : მივმართავ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ჩააბარონ სისხლის პლაზმა
შემდეგი სტატიაროლანდ ფიფია: სქური, ლუგელა, ლებარდე გახდება საერთაშორისო სამედიცინო ტურისტული ცენტრები