ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის საინფორმაციო სააგენტო “სპუტნიკ აბხაზია” ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, ბოლო 24 საათში 19 ადამიანი ვირუსისგან განიკურნა, ხოლო 2 გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აფხაზეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 765 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 640 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ფარული თანამშრომლობა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათუ ქართული ოცნება ვერ შეძლებს ერთპიროვნულად მთავრობის ფორმირებას, ბუნებრივად დგება კოალიციის ფორმირების საკითხი