ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 პაციენტი გარდაიცვალა,- ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 572 ადამიანს ჩაუტარდა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 68 პაციენტია მოთავსებული. 22 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 17 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 35 პაციენტია მოთავსებული, ოჩამჩირის საავადმყოფოში – 16, ტყვარჩელში – 15, გაგრის საავადმყოფოში კი – 22 პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 465 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 136 პაციენტი, 7 196 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო – დღეს „ალილოს“ მსვლელობა არ მოეწყობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას
შემდეგი სტატიასოფელ რკონის მიმდებარედ ტყეში მეორე დღეა, ხანძარს ებრძვიან