ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 6 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული 2 დღის განმავლობაში კორონავირუსის 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 491 ადამიანს ჩაუტარდა.

ამასთან, აფხაზეთში, კიდევ 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 378 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 151 პაციენტი, 8 130 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების 10 თებერვლამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 485 თბილისში, 219 იმერეთში, 122 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა
შემდეგი სტატიაჩიხლაძე – პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის მთლიანად ოპოზიცია და ხელისუფლება უნდა შეთანხმდნენ