ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ორი პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსზე ტესტი 529 ადამიანს ჩაუტარდა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 110 ადამიანია მოთავსებული, მათგან 98 კოვიდ 19-ის დიაგნოზით. 38 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 23 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ინფექციის დადასტურებული დიაგნოზით 35 პაციენტია მოთავსებული, ოჩამჩირის საავადმყოფოში – 22, ტყვარჩელში – 18, გაგრის საავადმყოფოში კი- 43 პაციენტი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 350 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 107 პაციენტი, 6 508 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე დღეს ახალ „გირჩს“ დააფუძნებს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავა