ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 285 ადამიანს ჩაუტარდა, რის შედეგადაც 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3839-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 128 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 38 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1464 გახდა.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრო: ესებუა მოქმედი სამხედრო არ არის
შემდეგი სტატიაკახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა