ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში, კიდევ ერთი გოგოს – 27 წლის ჯულიეტა სელვიანის ცხედარი იპოვეს, ის 30 ივლისს გავიდა სახლიდან, თან ჰქონდა ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი და მობილური ტელეფონი. ოჯახის წევრების თქმით, არ იციან, სად წავიდა ან საით აპირებდა წასვლას ჯულიეტა. ცხედარს ძალადობის კვალობის ეტყობა და დაზიანებულია გარეული ცხოველებისგან – ის უკაცრიელ ტყის მასივში იპოვეს.