ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ტყვარჩელის რაიონის სოფელ ოქუმში „ჯაშუშობის“ ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქე – 1968 წელს დაბადებული ემზარ ბაღიშვილი, რომელსაც „აფხაზეთში ბინადრობის ნებართვა“ ჰქონდა.
ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებით, ბაღიშვილს „აფხაზეთის რესპუბლიკაში სოციალურ-პოლიტიკური ვითარების, ასევე სამხედრო ტექნიკისა და ტრანსპორტის მარშრუტების შესახებ საქართველოს სპეცსამსახურებისთვის ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას” ედავებიან.


















