ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – გარდაიცვალა 2 პაციენტი

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 288 ადამიანის ტესტირება ჩატარდა, რის შედეგადაც 99 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

მათივე ცნობით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2170-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 138 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 15-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 35 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 814 გახდა. გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2-ით გაიზარდა და 21-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია : როგორც არასოდეს, ვარ ამაყი და სავსე მაქვს გული სიამაყით
შემდეგი სტატია“ოცნების” ყოფილი მხარდამჭერები : ივანიშვილმა არათუ ააშენა, არამედ გაანადგურა ყველაფერი