ოკუპირებულ აფხაზეთში გრიპის ვირუსი გავრცელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში გრიპის ვირუსი გავრცელდა. არის თუ არა ეს H1N1 უცნობია, რადგან რაიონში არ არსებობს ისეთი ლაბორატორია, სადაც ე.წ. ღორის გრიპის შტამის დადგენაა შესაძლებელი.

ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კი მხოლოდ გალის საავადმყოფოს უკვე რვა ადამიანმა მიმართა.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა, გრიპის გავრცელების საშიშროების გამო, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთაზე ორთვიანი შეზღუდვები დააწესა.

banner
წინა სტატიაშიდღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ძველით ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა