ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა, 2025 წლის 15 ან 16 თებერვალს გაიმართოს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებით, ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ე.წ. არჩევნები სამი თვის ვადაში უნდა გაიმართოს.