ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

ე.წ. პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრის ორი კანდიდატი, ყოფილი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა და ე.წ. ოპოზიციის კანდიდატი ადგურ არძინბა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში 152 საარჩევნო უბანი მოქმედებს. ორი საარჩევნო უბანია გახსნილი რუსეთში, კერძოდ, მოსკოვსა და ჩერკესკში. ე.წ. არჩევნებში რეგისტრირებულია 134 ათასზე მეტი ამომრჩეველი.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 15 თებერვალს გამართული ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ბადრა გუნბამ ხმების 46.38% მიიღო, ადგურ არძინბამ კი – 36.92%.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ტრამპმა გუშინ მკაფიოდ დაანახა ყველას, თუ ვის სურს ომი და ვის – მშვიდობა
შემდეგი სტატიაზელენსკი: მნიშვნელოვანია, უკრაინელმა ხალხმა იცოდეს, რომ მარტო არ არიან, რომ მათი ინტერესები თითოეულ ქვეყანაში, მსოფლიოს თითოეულ კუთხეშია წარმოდგენილი