10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების განგაში გამოაცხადეს

11 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების განგაში გამოაცხადეს. მარიონეტული რეჟიმის თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო საფრთხის რეჟიმი გამოაცხადა.

ე.წ. თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ “საჰაერო თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების დანაყოფები საჰაერო სივრცეს აკონტროლებდნენ”.

რეჟიმის სამინისტრომ მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდა – “დაუყოვნებლივ დატოვეთ ღია ადგილი. მინიმუმ 100 მეტრით დაშორდით უახლოეს შენობას ან ხეებს”.

მოგვიანებით ე.წ. თავდაცვის სამინისტრო საგანგაშო რეჟიმი გააუქმა.

ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ინფორმაციისა და კადრების მიხედვით, დრონებმა გაგრასა და სოფელ აბგარხუკის თავზე გადაიფრინეს.

banner
წინა სტატიაშირასა იუკნევიჩიენე – ქართველი ხალხი ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს განიცდის უახლეს ისტორიაში
შემდეგი სტატიაბენიამინ ნეთანიაჰუ: ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ისრაელს მისი დესტაბილიზაციისთვის „ბევრი სიურპრიზი“ აქვს დაგეგმილი