ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ოპოზიციის წარმომადგენლები გაათავისუფლეს.
ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია 11 ნოემბერს დააკავეს.
ცნობისთვის, ოპოზიციის პროტესტი ოკუპირებულ აფხაზეთში “რუსული ინვესტიციების შეღავათიანი პირობების შესახებ” ე.წ. შეთანხმების პროექტს მოჰყვა, რომელსაც ე.წ. პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს. შეთანხმება რუსული ინვესტიციებისთვის საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს.
დოკუმენტის დამტკიცებას აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი 15 ნოემბერს გეგმავს.