ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების 93 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 93 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტირება 285 ადამიანს ჩაუტარდა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 672 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 1175 ადამიანი, 27 კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშირა წესების დაცვა მოუწევს საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს?
შემდეგი სტატია“ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სამგორის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე წარუდგინა