ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.

ე.წ. ცესკო-ს თავმჯდომარემ, დიმიტრი მარშანმა განაცხადა, რომ ე.წ. საარჩევნო სიაში 134 ათასი ადამიანია.

მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლის თქმით, „საარჩევნო უბნები ქალაქ სოხუმში, გაგრის, გუდაუთის, სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონებში გაიხსნება“. საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საარჩევნო უბნების გახსნას რუსეთში და თურქეთში გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. სარჩევნო უბნები – რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში და ქალაქ ჩერკესკში, თურქეთში კი საქარიის პროვინციის ქალაქ ადაფაზარიში გაიხსნება.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში სეპარატისტული რეჟიმის ხუთი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას: ბადრა გუნბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა, ადგურ არძინბა და ადგურ ხურხუმალი.

banner
წინა სტატიაშისამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 37 წლის ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს დანით 28 ჭრილობა მიაყენეს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის რექტორად ლელა ჩიქოვანი დაინიშნა