ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შეთანხმება გაფორმდა

სოჭში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

რუსული მედიის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იგორ ზუბოვმა და ოკუპირებული აფხაზეთის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ასლან კობახიამ მოაწერეს.

აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ცენტრი აფხაზეთსა და რუსეთს შორის ორგანიზებული და სხვა საშიში დანაშაულებების წინააღმდეგ კოორდინაციისთვის იქმნება.

მათივე თქმით, შეთანხმების ხელმოწერას, 2014 წლის 24 ნოემბერს, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში,,დაიცავი კონსტიტუციაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაკვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭომ ვენეციის კომისიაში გასაგზავნი წერილი შეიმუშავა