ოკუპირებულ ახალგორში დაშავებული ქალის ოჯახს პაციენტის თბილისში გადაყვანის საშუალებას არ აძლევენ

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 60 წლის ქალი შვიდი მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა და დაზიანებები მიიღო. ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ ის სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანონ, თუმცა საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. გამშვები პუნქტი ისევ ჩაკეტილი აქვს.

მიუხედავად დაშავებულის ოჯახის მცდელობისა, რომ მრავლობითი მოტეხილობებით ქალი თბილისში გადმოეყვანათ, ის მაინც ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში მოათავსეს.

ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, რამდენიმე დღის წინ, სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაეწია საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ 70 წლის ქალს, რომელიც მოგვიანებით ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაში(Foto) პეტრე ცაავა მარტვილის ეპარქიას ტოვებს
შემდეგი სტატიაყველაფერი დაწყნარდება, მეუფე პეტრე დაემორჩილება წმინდა სინოდის განჩინებას – დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი