“ოკუპანტმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა თავისი ნამდვილი სახე”

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფება.

„ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების ნაბიჯები, საქმიანობა არის უკანონო, შესაბამისად, მათ მიერ ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება არის უკანონო და ეს ასეთად არის შეფასებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. სამწუხაროდ, ვაჟა გაფრინდაშვილი ჯერ კიდევ რჩება უკანონო პატიმრობაში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავათავისუფლოთ ადამიანი უკანონო პატიმრობიდან. სამწუხაროდ, არა მხოლოდ საქართველოს, მთელ მსოფლიოს ოკუპანტმა კიდევ ერთხელ დაანახა თავისი ნამდვილი სახე და ისიც, რომ მათთვის ადამიანის უფლებები საერთოდ არაფრად ფასობს“ ,- განაცხადა სოფო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მინისტრის საპირისპირო განცხადებას აკეთებს
შემდეგი სტატია“წინა წელთან შედარებით გრიპის შემთხვევების რაოდენობა ნაკლებია, დაფიქსირებულია გარდაცვალების ორი შემთხვევა”