ოკუპანტი მთელი ხერსონის ოლქის დასაპყრობად ემზადება – „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობა

მტერი ემზადება მთელი ხერსონის ოლქის დასაპყრობად, – ამის შესახებ „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობა იტყობინება.

როგორც აღინიშნა, საოკუპაციო ჯარები აგრძელებენ საომარი მოქმედებების წარმოებას ოკუპირებულ ხაზზე ნიკოლაევის და ხერსონის რეგიონებში.

სარდლობის ინფორმაციით, ამავდროულად, ხერსონის ოლქში რუსები ამზადებენ რესურსებს, ამზადებენ საინჟინრო დანაყოფებს პონტონ-ხიდის გადასასვლელების ასაშენებლად.

„სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობის ცნობით, ნიკოლაევის მიმართულებით გრძელდება სერიული დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით. რუსული ჯარი აგრძელებს ინფრასტრუქტურის განადგურებას და მშვიდობიანი მოსახლეობის ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

„მსხვერპლი არ ყოფილა და ნიკოლაევის მცხოვრებლების სული ურღვევია“, – აღნიშნულია „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიატლანტიკურმა საბჭომ უკრაინელ ხალხს ჯილდო გადასცა
შემდეგი სტატიაპუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთში ინფლაციის ტემპი შემცირდა