ოკუპანტებს გადმოკვეთილი აქვთ მათ მიერვე დაწესებული ე.წ. წითელი ხაზი და ჩორჩანას ტყეში პატრულირებენ – ქაცარავა

“ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ხელმძღვანელი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ რუსი ოკუპანტები ჩორჩანას ტყეში, იმ მონაკვეთზეც პატრულირებენ, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს კონტროლირებად ნაწილშია. ის სოციალურ ქსელში ვიდეო კადრებსაც აქვეყნებს.

ქაცარავა წერს, რომ რუსებს ახალი გეგმა აქვთ, რომელიც დამატებით 209 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიის ოკუპაციას გულისხმობს.

“გთავაზობთ ახალ მტკიცებულებას ჩორჩანას ტყიდან, სადაც აშკარაა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაანონსებული გეგმა განხორციელების სტადიაშია.

რუსი ოკუპანტები პატრულირებენ ჩორჩანას ტყეში, გადმოკვეთილი აქვთ მათ მიერვე დაწესებული ე.წ. წითელი ხაზი, რომლებშიც 2008 წელს ე.წ. “სამხრეთ ოსეთი” აღიარა ოკუპანტმა სახელმწიფომ – რუსეთმა.

ახალი გეგმა გულისხმობს დამატებით 209 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიის ოკუპაციას, რაც ჩვენი შეფასებით დაწყებულია მათ მიერ მონიშნულ გარკვეულ მონაკვეთებზე.

ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლებისგან რეაგირებას და პატრულირების დაწყებას ყველა იმ ადგილას, რაც ოკუპანტს დაანონსებული აქვს, პოსტების ჩადგმას მცხეთა-მთიანეთში, ზემო იმერეთსა და რაჭაში. ამ ზომების არ მიღება კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ ხელისუფლება პირდაპირ კოლაბორაციაშია რუსულ საოკუპაციო რეჟიმთან და ხელს უწყობს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას”, – წერს დავით ქაცარავა.

banner
წინა სტატიაშიავსტრალიის სასამართლო: მთავრობის გადაწყვეტილება ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ვიზის გაუქმების შესახებ არაგონივრული იყო
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ამ კვირაში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით, მნიშვნელოვნად შეამცირებს მედიკამენტების ფასებს; ასევე ვიმუშავებთ კანონმდებლობაზე, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სიტუაციას ამ მიმართულებით