ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის გამაგრილებელი დანაღმეს, არსებობს აფეთქების საფრთხე – ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქების, ან უბედური შემთხვევის საფრთხე არსებობს, რადგან ოკუპანტებმა დანაღმეს ელექტროსადგურის გამაგრილებელი.

მისი თქმით, პირველ რიგში, კახოვკას ჰესის კაშხლის განადგურებით, რუსებმა გაანადგურეს წყლის ნორმალური წვდომა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომუშავე გამაგრილებლებთან.

“და მეორეც, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციის პირობებში, დამატებით დანაღმეს მისი გამაგრილებელი” ამბობს ბუდანოვი.

დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, თუ გამაგრილებელი აფეთქების გზით მწყობრიდან გამოვა, “დიდია ალბათობა რომ მნიშვნელოვანი პრობლემები წარმოიქმნას“

banner
წინა სტატიაშიკახოვკას აფეთქებამდე ნახევარი საათით ადრე, რუს სამხედროებს ტერიტორიის დატოვება უბრძანეს – ბუდანოვი
შემდეგი სტატიალაზარე გრიგორიადისის მამამ პირი და თვალი ამოიკერა