ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს

რუსმა დამპყრობლებმა კვლავ ცეცხლი გაუხსნეს ჩერნიგოვის რაიონში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტს, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

„მტერმა უკრაინელ მესაზღვრეებს საგუშაგო „სენკოვკას“ მიდამოში ცეცხლი გაუხსნეს. მესაზღვრეებმა ყუმბარსატყორცნიდან 15 გასროლა დააფიქსირეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნულია, რომ დაბომბვის შედეგად უკრაინელი სამხედროები არ დაშავებულან.

მესაზღვრეების ცნობით, 28 თებერვლიდან დაკეტილია ყველა საგუშაგო რუსეთთან, ბელორუსთან და უკრაინა მოლდოვას საზღვრის დნესტრისპირეთის სეგმენტზე.

banner
წინა სტატიაშირუსეთში სასწავლო ფრენისას ორი სამხედრო ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა – არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა