ოკუპანტებმა უკრაინიდან იძულებით, 500 000-ზე მეტი ადამიანი გადაასახლეს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპანტებმა უკრაინიდან უკვე 500 000-ზე მეტი ადამიანი გადაასახლეს. ზელენსკიმ ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტისთვის მიმართვისას განაცხადა.

“უბრალოდ წარმოიდგინეთ, ოკუპანტებმა რომ მთელი ტალინი აიღონ” – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ოკუპანტები გადასახლებული უკრაინელების რუსეთის ფედერაციის ყველაზე შორეულ რაიონებში გადაყვანას ცდილობდნენ, ართმევენ საბუთებსა და პირად ნივთებს.

მისივე ინფორმაციით, შვილები დააშორეს მშობლებს და აპირებენ ბავშვების რუსული ოჯახებისთვის მიშვილებას.

წინა სტატიაშიუკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის წასვლაზე შალვა პაპუაშვილსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები გაიმართება
შემდეგი სტატიაუკრაინის პრეზიდენტმა ესტონელი სპეციალისტები რუსული არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოსაძიებლად შექმნილ სპეციალურ ჯგუფში მიიწვი