ოკუპანტებმა სუმის ოლქზე საარტილერიო თავდასხმა განახორციელეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქზე თავდასხმა მძიმე არტილერიის გამოყენებით განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საარტილერიო თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

„რაშისტებმა სუმის ოლქზე საარტილერიო დარტყმა რუსული დასახლებიდან, ტიოტკინოდან განახორციელეს. ჭურვები აფეთქდა ბილოპილიის რაიონის ერთ-ერთი დასახლების გარეუბანში. დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, დაზიანდა კერძო სახლები“, – აცხადებენ უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურში.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს
შემდეგი სტატია26 650 ჯარისკაცი, 1 195 ტანკი, 2 873 ჯავშანტექნიკა – ოკუპანტების დანაკარგი