ოკუპანტებმა სოფელ კირბალიდან ადგილობრივი მკვიდრი გაიტაცეს

კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს რუსმა ოკუპანტებმა, გორის რაიონის სოფელ კირბალიდან. ადგილობრივები და ოჯახის წევრები ყვებიან, რომ მამუკა სამხარაძე მაშინ დააკავეს, როცა ის სოფლის მიმდებარედ ფიჩხს აგროვებდა.

დაკავება სავარაუდოდ კვლავ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მოხდა. 39 წლის მამუკა სამხარაძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, რადგან მათ არც ფული აქვთ, რომ ჯარიმის თანხა გადაიხადონ და არც საჭირო კონტაქტები ცხინვალში.

„ფიჩხზე იყო ასული, რომ უნდა ჩამოეტანა და მაშინვე დაუკავებიათ და გავიგეთ, რომ ცხინვალში ჰყავთ. არავინ არ გვყავს, რომ ან თანხა გადავურიცხოთ, საშუალებაც არ გვაქვს, მთავრობას ვთხოვთ, რომ დაგვეხმაროს რამენაირად,“-განაცხადა მამუკა სამხარაძის მეუღლე ნატალია კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის დაკავება – ენმ- საგანგებო განცხადებას გაკეთდებს
შემდეგი სტატიასააკაშვილი პატიმრობაში უკვე 14 საათია, იმყოფება – მხარდამჭერები დაშლას არ აპირებენ