ოკუპანტებმა სოფელ გორაკას მიმდებარედ ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს

შიდა ქართლში რუსული ოკუპაცია გრძელდება – სამიზნე ამჯერად კასპის მუნიციპალიტეტია. საოკუპაციო ძალებმა სოფელ გორაკას მიმდებარედ, ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ინფორმაციით, სამუშაოები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდიარეობს. რუსმა სამხედროებმა ტყე უკვე გაკაფეს, ხეებზე კი სპეციალური ნიშნულები გააკეთეს.

“ჩვენ უკვე შიშის ზონაში ვიმყოფებით, ორკაპას ციხის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ადგილობრივი მოსახელობა წლებია ვეღარ ჩამოდის რადგან მაღალია გატაცების საშიშროება. ოკპანტებმა სამუშაოები დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყეს და საკმაოდ დიდი მონაკვეთი მოამზადეს ბორდერიზაციისთვის, ვგულისხმობ იმას, რომ ტყის მასივში მოხდა ფაქტობრივად გზის გაკაფვა, ერთ-ერთი მონაკვეთია ტყეში, რომელიც 100 მეტრითაა ჩვენ კონტროლირებად ტერიტორიაზე სიღრმეში შემოჭრილია. რომ გადავზომოთ, რამდენიმე ათეულ ჰექტარზეა საუბარი, მიზანია, რომ ეს გზა სხვილოს ციხის მიმდებარედ, ქვემოჭალაში გადაიყვანონ”, – თქვა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
შემდეგი სტატიაწერეთელი – ნიკა მელია ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხეა ხელისუფლებისთვის