ოკუპანტებმა სლავიანსკი, სევეროდონეცკი და რაიგოროდოკი დაბომბეს- არიან დაღუპულები და დაშავებულები

გასული დღის განმავლობაში რუსული ძალების მიერ სლავიანსკის, სევეროდონეცკისა და რაიგოროდოკის დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ უკრაინის გაერთიანებული ძალების ჯგუფი „ფეისბუქზე“ წერს.

“სლავიანსკში, სევეროდონეცკსა და რაიგოროდკაში მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმებისა და საარტილერიო დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და მინიმუმ 10 – დაშავდა,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია მუდმივად ახლდება.

გაერთიანებული ძალების ჯგუფის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 21 დასახლებული პუნქტი დაბომბეს. განადგურდა ან დაზიანდა 46 სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის: 40 მრავალსართულიანი და კერძო სახლი, სამხატვრო სკოლა, საბავშვო ბაღი, ქარხნის შენობები.

banner
წინა სტატიაში5,2 მილიონი უკრაინელი ბავშვი ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული – UNICEF
შემდეგი სტატიარუსეთის ბირთვული ძალები წვრთნებს ატარებენ